|
შენ გაგიმარჯოს, აღაზა, გულითა დადაგულითა, ტკივილიანი ფიქრებით, აუმღვრეველი რჯულითა, მავედრებელი ცრემლებით, ქვეყნისთვის დამალულითა, დაღონებული დაისით, უჩრდილო სიყვარულითა, ზეცამდე ამაღლებულო კაი ყმის სიბრალულითა.
ხმებითა, კრულზე კრულითა, გლოცავს და გეალერსება ღმერთი სიტყვებით შუმითა, ვერა... ვერ წარმოგიდგინე სამტროდ შემართულ ცულითა.
მზეო, ჩასულო ლამაზად, ცისა და მიწის დობილო, შენ გაგიმარჯოს, აღაზა! |


