|
აქ ყოფილა!.. გვითვალყურებს, ჰგონია, რომ ვიტყვით რამეს, მაგრამ როგორ გავბრიყვდებით? განა ცოტა ჩაგვაშხამეს?!
ბევრით არად იამება: საზიზღარი ეპისტოლე მოუცდება, გაუხმება!
გაიძვერა, მელა-კუდა!? მთელი ქვეყნის საბეზღარი ზურგს ჰკიდია ცოდვის გუდა...
ტკბილად, თბილად დაიბუდა; მოძმის ხორცს სჭამს, მისვე სისხლს სვამს ეგ კაენი... ეგ იუდა!
ჯოჯოხეთსაც, სჩანს, არ უნდა... ისევ უნდა ჩვენ დავჯოხოთ, მივაყაროთ ქვა და გუნდა.
თვისიანის გამყიდველი, ვერა ხედავთ, სად დამჯდარა, ნამდვილ ისკარიოტელი?..
დაინახოს, - გვითვალყურებს... მაგრამ არა! ვერ მივართვით! ტყვილა აპარტყუნებს ყურებს!..
მაბეზღარო, შენ იუდა! ცარიელი მიუტანე შენს გამომგზავნს შენი გუდა!.. |


