|
ქვეყანამ ეთერს შვენებით თამარი ამჯობინაო: მიუვალ ადგილს, კლდის წვერზე მას დაუნიშნა ბინაო!
ცა საბნად დაახურაო; შვიდასი წელი შორიდან იმედით უთვალყურაო!
ვარსკვლავი ბეთლემისაო; ნიშანი ახალ აღთქმისა, წინამორბედი ღვთისაო.
სინაზით სავსე მთვარესო, უცნაურ სხივებს აფენდა ოთხ-კუთხივ ყოველ მხარესო.
სადაც ამბობენ თამარსო; ძველს საყდარს დაქათქათებდა, სხივებს აფენდა მას გარსო.
სთქვა: „დიდხანს მძინებიაო!.. სანამდი ვიყავ მღვიძარი, არავის მშინებიაო...
პირბადე დაიფარაო: მტერი მომადგა მოყვრულად და ბანგი შემაპარაო.
მეყო ამდენი ძილიო!.. სამოურავო ჩემია: ღვთისმშობლის ხვედრი... წილიო!“
ტყვილად არ ამჯობინაო: ცაში აქვს სამარადისო, აქ - საუკუნო ბინაო. |


