|
შენ გავიწყდება, რომ მქვია ქალი, ლოდინით სავსე შიშის მშვენებით, მაშინებს ყინვა და ნიავქარი, ჩიტის ცრემლებით ვარ ნაშენები...
ვიწოდო, მაქვს მზის წიაღი და ძუს სიმარდე, არ შემამცივნო, არ შემიცოდო, უბრალოდ, ისე, უნდა გიყვარდე.
და შენი ღაწვები, პურს გამოგიცხობ, მოგიკლავ შიმშილს, და შენ დაღლასთან ვნებით დავწვები, რომ უშენობის გავთელო შიში...
რომ მე, ვარ ქალი, ლოდინით, შიშით, იმედით, კდემით, დამყვება გული, ჩიტის ფართხალით და ზამთრის ყინვით ჩიტივით ვკვდები... |


