|
ის არ მაშინებს და არც მატირებს, რომ ირგვლივ მტერი შემოგვხვევია!... გარეშე მტერთან დავა და ბრძოლა იმავ თავითვე ქართველს სჩვევია,
როგორც ქვიტკირი“ ისე ყოფილა; აუტანია მას განსაცდელი, მაგრამ დამხობით არ დამხობილა!
ძველი ანდერძი რომ ავიწყდება, და ეროვნების მაგარი ციხე შეუგნებლობით შიგნიდან სტყდება.
ახლანდელ დროში ეროვნებაო? მხოლოდ ერთია „მუშათ საკითხი“, გულს დაიბეჭდეთ „მარქსის მცნებაო“!
სულ სხვანაირად გაიყურება: სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!.. და მით თავისს ერს ემსახურება.
უკანასკნელი სიტყვა“ ჰგონიათ და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.
უფრო ადვილად ჩაიგდებს ხელში, და ღონემიხდილს შინაურ ბრძოლით, ადვილად, მაგრად წაუჭერს ყელში.
ჩვენი დაჩაგვრა მისთვის ლხინია! ყველა მათგანი, სიტყვით ბულბული, საქმით იგივე ტიმოშკინია!
სხვა უძევსთ გულში მათ დაფარული! ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური „ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
დღეს მეთაურად გამოსულებსა. წარსულსა ჰგმობენ და მოელიან მომავლისაგან სასწაულებსა,
ვერ აღუნიშნავს ცხოვრების კვალი და მისი აწმყოც უვარგისია, - რაზედ ააგოს მან მომავალი?
და ჩქარ სურვილით გაკერპებულებს, - ცარიელ სიტყვით, გინდ ჭეშმარიტით, ვინ დააჯერებს? ვინ მოარჯულებს?
შეჭმის სურვილით სულწასულია და არაფრისთვის არ დაგიჯერებს, რომ ის მტრებისგან მოწამლულია!
წინდახედულად, წონით და ზომით, და, ერთხელც არის, ხელში ჩაიგდებს შინაურულად, ან ცხარე ომით!
„ძმობა, ერთობა და სიყვარული“, და ღირს დალიოს იმის ძებნაში ადამიანმა სული და გული.
აუჩქარებლად, ღირსად და ფრთხილად, რომ მისი შრომა და მისი ღვაწლი მის მოძმეებსაც შეერგოს ტკბილად.
ვინც აღიარებს მარტო თავისს ერს, და სხვა ტომებს-კი ისე შეჰყურებს ჩასაყლაპავად, როგორც მტერი მტერს.
თვის სამშობლოში... თავის მხარეში, რომ მოძმე იყონ ერთი-მეორის და არა მონა, ყმა და ფარეში!
და სხვის დაჩაგვრა გულში აქვს მარად, უნდა ავიღოთ მაზე მახვილი და მოვიხმაროთ... მაგრამ-კი ფარად!
ვერ შეუგნია... არ ეყურება. ჰგონია თავს დებს სამშობლოსათვის, და მისვე მტერს-კი ემსახურება.
ძველი ანდერძი რად გვავიწყდება? და ეროვნული ქართული ციხე შეუგნებლობით შიგნიდან სტყდება. |


