|
ნუ აიღებ სხვაზე მახვილს, ნურც უარჰყოფ შენსა ფარსა. „ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა“.
დაუგდია ჩვენს წინაპრებს, მაგრამ ცოცხლის რომ არ სჯერათ, დაუჯერებს ვინღა აწ მკვდრებს?
რას ეძებენ... ნეტავ რასა? დარევიან ერთმანეთსა, უპირებენ გამოხვრასა!..
ერს მღვდელი და მღვდელსაც ერი, სულ ერთმანეთს გადაჰკიდეს მოსისხარად, როგორც მტერი.
სასიკვდილოდ თავსა სდებენ, მაგრამ რისთვის? ან თავისთვის, ან ქვეყნისთვის რას ეძებენ?
არევიათ გზა და კვალი!.. ავიწყდებათ ახალი გზა, ძველი გზისკენ მიმავალი!
დასაქოლი და წამხდარი, მაგრამ მათზე ჯერ ადრეა წუწუნი და საუბარი!..
სასიკვდილოდ გვემუქრება, შინაური ბრძოლა არის უსუსური უგნურება.
ოთხფეხი რამ მოკლე ჭკუის, მაგრამ ისიც არა სცდება ცხოვრებაში, არა სტყუის:
ჩხუბი მოსდით ყეფა-ღრენით, კბენენ, ჰგლეჯენ ერთმანეთსა სიმწარით და სისხლთა დენით,
მიმავალსა მათკენ მგელსა, იმავე წამს ყველა ერთად აიღებენ ჩხუბზე ხელსა
იმ გარეშე, საერთო მტერს!.. ყველას ერთი მისწრაფებით შეთანხმებით გული უძგერს.
აღარა აქვსთ ეს შეგნება, და სასკვითოდ გადაქმნიათ მათი გრძნობა და გონება. |


