|
ვინ იცის, იქნებ, ვერც გავარჩიე ცრემლისგან ცხელი ცრემლი სატანის, გავხარჯე უქმად ჩემი არჩივი და ვგავარ უკვე წერასატანილს...
სიზმრისგან ცხადი, ვერც დავიმოყვრე სანდო მრჩეველი ეს შეჩვეული სიცოცხლეც გადის, სიკვდილი მოდის - შეუჩვეველი.
ჟინს ჟინის გარდა ერქვა წვალება... ... ეს ახდენილი სიცოცხლეც მტკივა და ასახდენი გარდაცვალებაც.
ჩემს ბედისწერას ასე ვენებე - რომ არც დღეს ვგავდე დასაღამებელს, არც ღამეს ვგავდე - გასათენებელს...
ქირქილით უცქერს და მითვლის წლების ყვითელ თაბახებს, სანამ წლებს, როგორც ცარიელ ფურცლებს, სულ ფურცელ-ფურცელ თავზე დამახევს... |


