|
ვინ გაგინაღდებს სულის ცხონებას, როცა ეშვები თავქვე ტირილით, და გახარჯული მთელი ცხოვრება გახსოვს, გაცდენილ გაკვეთილივით;
როცა მიგტირის უმწარეს ხსოვნის ბოლო ფურცელი, ვინ შეგაშინებს აწი სიკვდილით ამდენ სიკვდილებს თუ გაუძელი.
და ცოდვასავით მძიმე ხუნდებით... - სულ რომ ეძებდი გულდაწყვეტილი იმ გზებით როცა უკან ბრუნდები... |


