კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:10

 

"...იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი..."

 

არ გაგირბოდა სხვებისკენ თვალი,

ეფერებოდი მის მკერდს და მის წვივს...

მთელი ცხოვრება გიყვარდა ქალი -

ულამაზესი დიაცი სიძვის.


ის წლები ახლა პულსივით ფეთქავს,

ვიგონებ...

მტკივა...

ოფლს ვიწმენდ სიმწრის...

მთელი ცხოვრება უყვარდი ერთ ქალს,

და იმ ქალს ერქვა დიაცი სიძვის...


ახლა შენს კუბოს დაჰყურებს ცოლი,

და კუბოს თავთან სანთელი იწვის,

ხარხარებს ჭერზე ჩეხური ბროლი,

არის ზეიმი სულელურ სიბრძნის;


ორკაპა ენით შხამს ანთხევს ზოგი -

სხვის თვალში მძებნი ბეწვის და ხიწვის -

რომ სხვას გაუთბობს ვნებიან ლოგინს

აწი ცოლიც და დიაციც სიძვის...


ირევა ცრემლის შავ-თეთრი ღვარი,

მოთქმა... კივილი - მიწა რომ იძვრის,

იყო და იყო...

არის და არის

ფარული ცრემლიც დიაცის სიძვის...


ცას ეძალება სიშავე ღამის,

მივყვები ყოფნა-არყოფნის ამქარს...

... მარადიული ინთხევა შხამი:

აქ, სასიკვდილეს, რა უნდა ამ ქალს...


ჰყვავის სიკვდილი ვარდების წვაში,

გამსწორებელი სამარით კუზის,

იმ შხამსაც წაშლის,

იმ ზღვარსაც წაშლის

სიძვა-სიყვარულს შუა რომ უზის...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen