|
დახვავდა წლები გაჭრილ კარტივით, ორბი ვბერდები როგორც ნიბლია, თავს ვისულელებ იმ სიმარტივით - რომ სიბერესაც თურმე ხიბლი აქვს...
ვერთობი ძველის - ძველი ზმანებით... (ბეჭედნატრული არათითებით დაბერდნენ ჩემი ლამაზმანებიც...)
ტივი ტოკავს და ტოკავს სატივეც... ... სიკვდილსაც, მგონი, რაღაც ხიბლი აქვს, არადა - მაგის დედაც ვატირე... |


