|
არსად ვარ და... დაკარგულიც შენს წინ ვარ თავს გაწონებ - ისევ დიდის ამბით... ვეღარ მოვრჩი ოცნებების შეწირვას, ვეღარ გავცდი ამ ცხოვრების გამბიტს...
მერე მივხვდი - ცდა რომ დაგვრჩა თითოღა... ვერ წაუველ ამ უაზრო წრიალს, ვერც სიმართლეს - "შენც მაგარი ხვითო ხარ!"
თათებს ზურგზე მაბჯენს, უნდა ამ ქარს ზურგჩანთაში ჩატევა... მივაბარე სული უკვე გამჩენს და ცარიელ ჭურჭელივით მჩატე ვარ...
შენი წლებით სავსე, მე არსად ვარ, აღარც ჩემი ხნისა ვარ... და ლოდინით გახუნებულ ცაზე ამ ლექსს გიწერ - დავიწყებულ მისამართს... |


