კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:03

 

უკანასკნელად

დაგინთებ სანთელს,

უკანასკნელად

დაგრჩები დარდად...

ყველა შეცდომა

რაღაცას გმატებს,

უკანასკნელი შეცდომის გარდა.


წაიღებს სულის და ხორცის ნარჩენს

ბოლო მდინარე -

დალეწილ ტივად;

ყველა ღალატი ტკივილებს გაჩვევს,

ბოლო -

სიცოცხლის ბოლომდე გტკივა...


და გრჩება ხელში

ბოლოსდაბოლოს

ის სინანული, ცივი და მკაცრი,

რომ იმ სიცოცხლით იცოცხლე მხოლოდ,

სიკვდილამდე რომ გაუძლებს კაცი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen