|
იმ კოლხურ ნანას - გალობად დედის, გლერტიან ეზოს, ეზოში ბატკანს, ვიხსენებ ჩავლილ წყალობად ბედის, ახლა რომ თვალზე ცრემლივით მადგას.
და შხამი ქროდა, რაც როსმე ვენდე ახვარს და მზაკვარს... დავუწერ ჯვარს და მშობლიურ ოდას მოვძებნი, როგორც დაკარგულ გზა-კვალს.
უქმსა და მწუხარს, კოჭობის ალზე ლანდების ბანცალს... დავანთებ ბინდის სევდიან ბუხარს და ვქექავ ბოლო დღეების ნაცარს. |


