|
ქალს საყვარლობა მოსწყინდა კაცის, ვალსი, მანქანა, შამპანი, ლექსი, სასტუმროს ჭერზე სინათლე ბაცი, სხივში ჩამტკბარი თაფლი თუ სექსი...
მოუნდა ბედი ერთგული ცოლის, შეუჩნდა ნატვრა სხვა მიწის, სხვა ცის, სხვა კაცის, სხვასთან სხვაგვარად წოლის...
ჭორი და გესლვა, დათმო სასტუმრო, ზეცა და ზესვლა....
ჭაღი და ბროლი, ისიც - მუდმივად რაც უნდა დარჩეს.... ზის ლაფაროში ერთგული ცოლი, ამ ლექსს ტირის და... ლობიოს არჩევს!.. |


