|
მოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ხელთა შემბრალელთა, მიმთელეთ წყლულნი! ჰხედავთ, ინდელთა, მშვილდ-მზიდველთა, დაისრეს გულნი? მათგან ტყევე-ქმნილსა, მკვდრად-მიხდილსა მიბრუნეთ სულნი!
ვარდნი გაშლილნი ვისგან ჰშლილნი არის მრავალნი! მათ-თანა ქმნილნი, უცხოდ თლილნი, ძვირფასნი ლალნი, როს განძღების, მოედების ტრფიალთა ალნი! ვჰსწყევ ბედსა ჩემსა ასაჩემსა: მისგან ვარ კრულნი!
ზარიფნი წელნი ქვეყნის-მწველნი, მოხარულია, ბროლის-ფიცარნი, საფიცარნი, არს შემკულია, ორნი ობოლნი, ეშყის მქონნი, მაზედ ბმულია! ჰხამს, ყოვლი ბრძენი მისსა ქებად იყვნენ კრებულნი!
ვინცა შეხვდებით, მტურად გახდებით, მისნი მნახველნი! მისთა მიჯნურთა წამს შეიპყრობს სენნი მომსვრელნი! მზე ცუდ-მაშვრალობს, ამით ნათობს მთანი და ველნი! მას თუ არ ჰშორავთ, შეიქნებით ეშყში დანთქმულნი!
მარადის სულ-თქმა და ტირილი და ქვეყნად რება, ესრე უწყალოდ ჭრა და ხევა და სისხლში ღება! ეს მაქვს ნუგეშად: ჩემი ბრალი მას ეკითხება! იყავით ჩემთვის მგლოვარენი, გულ-მტკივნეულნი! |


