|
ვერ დამაჯერებს მე ახლა ვერვინ, რომ ჩემზე სულაც არ ფიქრობ, ქალავ. მაშ, თვალზე რატომ გადგება ცრემლი და მერე თვალებს ჩემგან რად მალავ?
მრისხანებ, როგორც ღრუბელი სეტყვის. მე კარგად ვიცი, გულში გიყვარვარ, მაგრამ შენ ამას არასდროს მეტყვი.
შენ კი რა მოგდის, რა მოგდის, ქალავ? თვალებზე რატომ გადგება ცრემლი და მერე თვალებს ჩემგან რად მალავ?! |


