კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:25

 

მაგ თვალთა შუქი გადაფრქვევია

უღრუბლო დილას, ამ ცა საფირონს.

ფეხქვეშ გეგება ვარდი და ია,

საით მიდიხარ, - გოლუაფირო?!


ტანაშოლტილო კოლხის ასულო,

თან გდევს ოცნება - ზღვა უნაპურო.

შენზე სიმღერა ვერ დავასრულო,

რაკი დავიწყე, - გოლუაფირო.


მაგრამ რად მიჭირს დღეს შენი ნახვა,

ჩემგან შორს წასვლა არ დააპირო.

საით მიდიხარ, მითხარი, ახლა?

ვისკენ ისწრაფი, - გოლუაფირო?!


ბაღიდან ისმის ფრინველთა სტვენა,

მსურს ყველა ჩიტი შენსკენ ვაფრინო.

ხარ ჩემი დარდი და აღმაფრენა,

ჩემო ტკივილო, - გოლუაფირო!


შენც ამოიდგი, ძვირფასო, ენა,

მსურს შენი ჰანგი გულს მომაფინო.

ვიცი, სულ მალე გაგივლის წყენა

და ჩემთან მოხვალ, - გოლუაფირო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen