|
გახდა ცხოვრება მშვიდი და სადა, მოგონებები მწველ ფიქრებს აშლის. ის თმაში წითელ ვარდებს იწნავდა, ახლა კი სადილს უმზადებს ქმარ-შვილს.
თუმც ის სილაღე აღარსად არ ჩანს. ძველად აპრილი უხმობდა გარეთ, ახლა გოგონა კაბაზე ქაჩავს.
მას არცა სცივა და არცა სცხელა. რაც მაშინ იყო, წარსულში დარჩა, გარდასულია, რაც იყო ძველად.
იმ გაზაფხულის ათასფერ ფარჩას, აპრილი ისევ ეძახის გარეთ, მაგრამ... ბიჭუნა კაბაზე ქაჩავს. |


