|
მე ვცდილობ, მცირე ხნით მაინც დავაყოვნო აწმყო და მეთევზესავით ვისვრი ბადეს მის მოსახელთებლად; ბადე მძიმდება და მე გაჭირვებით ვეწევი მას ნაპირისაკენ; ღმერთო ძლიერო! ბადეში მხოლოდ წარსულია! გაქვავებულ ნიჟარებად ქცეული წარსული დღეები; ქვიშად და შლამად ქცეული წარსულ ღამეთა სიზმრები, კენჭებად ქცეული წარსულ სიხარულებისა და მწუხარების ცრემლები... - ვერ მოიხელთებ, რამეთუ არ არსებობს აწმყო... მეუბნება სახტად დარჩენილს ბადეში მოხვედრილი ოქროს თევზი და სწრაფი ნახტომით ეშვება მირაჟის ოკეანეში... |


