|
როდესაც გული შფოთავს და ღელავს, ჩვენ ვემსგავსებით მეომრებს უცებ. მამული ითხოვს იმგვარ სიმღერას, მაჯა რომ აქვს და გული რომ უცემს.
მისი სიმაგრის მინდა გაგება. მე ბალახებში ვეძებ ბალახებს, ვინმეს წამლად რომ გამოგადგებათ.
დავალ და კეთილ ფიქრებსა ვლოცავ. ხელს გამოგიწვდი მე მხოლოდ მაშინ, წამოგაყენებ წაქცეულს როცა.
ვინც ერთ თბილ სიტყვას ძვირად იმეტებს. სიტყვებში ვეძებ იმდაგვარ სიტყვას, უიმედოს რომ მოჰგვრის იმედებს.
მე მათში უკვდავ სიცოცხლეს ვხედავ. მაგრამ იმ აკვანს სხვაგვარად ვუმზერ, სხვა რომ არწევს და ვერ არწევს დედა.
თეთრი ვარდები დაუკოცნია. მე ვარდზე ადრე შევამჩნევ იას, რადგანაც ია უფრო მორცხვია.
შურის და მტრობის ვინ მოგვცა ნება? მე ვიცი, მზესაც აკლდება სითბო, როდესაც მინდვრად ყაყაჩო ჭკნება.
და ქვეყნად არვის ვედიდგულები. მე ვიცი, თვითონ ოკეანესაც რაღაცა მართებს ნაკადულების.
და ჩვენ ყველანი ვგავართ მეომრებს. მინდა ვიცოცხლო იმგვარ სიცოცხლით, რომელსაც ვინმე გაიმეორებს. |


