კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:14

 

ღაღანებდა ძირს ხავერდის მოლი, - 

შენი მწვანე მოსასხამის მსგავსი.

- გაზაფხული? არა, პირველ ყოვლის,

სიყვარული იწყებოდა ასე.


მოდიოდა ატმის, ტყემლის თოვლი,

მთა მღეროდა ჩანჩქერების ხმაზე.

- ყვავილობა? არა, პირველ ყოვლის,

სიყვარული იწყებოდა ასე.


ოთახის ჭერს ჩვენ გვერჩივნა ზეცა, - 

ვარსკვლავებით ანთებული თასი.

შენ წითელი ჩითის კაბა გეცვა,

სიყვარული იწყებოდა ასე.


მთით ირემი მოუხმობდა ირემს

ჯერ არსმენილ, რაღაც სულ სხვა ხმაზე.

მყვირალობა? არა, მაშინ თურმე

სიყვარული იწყებოდა ასე.


შეგიპყრობდა ზოგჯერ ჩუმი სევდა

და თვალები ცრემლით გქონდა სავსე.

წუხდი: - ხშირად მიწყრებაო დედა,

სიყვარული იწყებოდა ასე.


ზღაპრულ რაშით წელს მიჰყვება წელი

და დრო ზოგჯერ დღეებს დარდით გვივსებს.

არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი,

სიყვარული იწყებოდა ისე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen