კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 06:31

 

სხვას რას ემდური, სხვისგან რას ელი,

როდესაც შენს ბედს შენ თვითონ მართავ.

ტირანთან ბრძოლა არ არის ძნელი.

ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან.


შენს კვალს ამქვეყნად ვერავინ წაშლის,

თუკი გხედავენ მხნესა და გამრჯეს.

გამარჯვებული ხარ სწორედ მაშინ,

საკუთარ თავთან როცა იმარჯვებ.


არ დაგიღონდეს, არ დაცხრეს გული,

დარჩი მეხოტბედ - ზღვათა და მთათა.

აი, მაშინ ხარ დამარცხებული,

როცა მარცხდები საკუთარ თავთან.


ქარი ზეციდან ღრუბლებსა ხვეტავს,

ღრუბელთა ქულის ფაროებს ართავს.

მაშინა სტყუი ყველაზე მეტად,

როდესაც სტყუი საკუთარ თავთან.


სულ არ მაშინებს სიმუხთლე სხვათა,

შურით მზერა და... ბოღმით ნათქვამი.

საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან,

საკუთარ თავთან ვარ მე მართალი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen