კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:10

 

პატარძეულისათვის - თეთრი კაბა

შემოუხვევია ხევს ღრიალით,

ვაშლის, ნუშის თოვლით გალუმპული,

შენი ვებერთელა მხრები არი.


გაბღავი მთებს, როგორც ხარირემი,

დევის ქალამანი - გდია ხრამი,

ყაყაჩოს ღვართქაფი მოგთქრიალებს

და ველურ ყვავილთა ნიაღვარი.


ეს რა თაკარა მზე მოგშხაპუნობს,

შენგან რა იების თქეში გვაწვიმს? -

საქართველოს ჰკოცნი, ეფერები,

თავდავიწყებული ღმერთი კაცი.


ვაი, რა მთვრალები დავბარბაცებთ,

შენს ზღვასიყვარულის ნაპირებზე,

სხეულებს ნაღვერდლები გვიშანთავენ,

თუ მიხაკებივით გვაყრი ლექსებს.


იმდენი ღვინო ხარ, ვერ ამოგცლით,

თუმცა, გაშმაგებით გეწაფებით,

ქართული ლექსების ქარიშხალო,

ჟრჟოლვად მოვარდნილო, ჩვენს ძარღვებში.


შენს ფართე მკერდსა და გონიერ შუბლს

მზე არტყამს ცეცხლოვან ამბორს ბეჭდად,

მამულის გულ-ღვიძლში ფესვებგადგმულს,

რომელი საუკუნე ამოგგლეჯავს?


სიალალევ, სიცოცხლევ, უკვდავებავ,

მუდამ სხივთმბარდნელო, სულნათელო,

რა გითხრა, რითი გაგაკვირვო?

თვითონ აღტაცებავ, ჟრუანტელო.


სიხარულ - სიცოცხლე აჯანყებულს,

გჩქეფს ლექსის ჩანჩქერი, შადრევანი,

მამული სალოცავ სახატედ გაქვს,

ცა - ღმერთის ნაკურთხი ტახტრევანი.


მხრებზე დაგიდგია დედამიწა,

ალერსი ამოგწვიმს ზედ ბალახად,

შთამომავლები მოგძახიან:

"იცოცხლე, გოგლა, ჩვენთანა ხარ!.."

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen