კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:06

 

I


დედოფალი შუშანიკ

მიადგება სარკმელს

და ეჭვების ყულაბას

ფრთხილად ახდის სარქველს.


ავაზნიანი ღრუბლები

გროვდებიან ცაზე, -

რახანია პიტიახში

წასულია სპარსეთს.


დგას ხატის წინ მუხლებზე

დაქანცული ლოდინით,

თვე გავიდა რაც აღარ

გაუშლია ლოგინი.


რაღაც ცუდს ეუბნება    

უცდომელი გუმანი,

მასთან ერთად ღამეებს

ათევს თავსასთუმალი.


მუხლზე ანგელოზივით 

უზის ევანგელე,

ძილ-ღვიძილში დალანდავს

ცეცხლისფრთიან გველებს.

 

II

 

დილით იაკობ ეწვია,

კარი ფრთხილად მოძრა,

პირზე ზაფრანის ფერი

დასცემოდა მოძღვარს.


- ვაგლახ, საქართველოს

თავს დაატყდა მეხი,

წარსწყდა ვარსქენ პიტიახშ,

შვილო, მტკიცედ დექი!


- ო, მამაო, ჩემო, 

ჩემგნით ნუ გეფიქრება,

საქართველო არის,

საქართველო იქნება!


ხუცესს ხელში ნაკურთხი

ვაზის ჯვარი ეჭირა,

ჯვარი, დასტურ რომელიც

საკუთარ თავს ერჩივნა,


რომელზეც ნაწამები

საქართველო იწვა,

და ჯვარს შუშანიკი


ცხელი ბაგით მისწვდა,

სამკაული მოიხსნა,

გამწევიო უღლის

ამიერით სხვა ნახოს,

მიუთვალეთ უღირსს!

 

III

 

გაუცისკრებია სენაკი

იაკობის წვერს,

ხანდახან ბავშვივით ქვითინებს,

ვერ იკავებს ცრემლს.


ხუცესი ვარსქენს

სტრიქონს მახვილივით სცემს,

შუშანიკს უდგამს ძეგლს,

განძად ერს უტოვებს წიგნს,

ერის ზღვა სისხლი და ცრემლი

და იმედებია შიგ.

 

დახრესია ძვლები ვარსქენს

და საოხრე დილეგს,

შუშანიკი აწერია

საქართველოს დილებს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen