|
გულო, სარკმელო უფლისა, სამყაროს ხმებით სავსეო, ასეთი თავდავიწყებით რამ შეგაყვარა სამზეო?!
გადაგიდგება გზაზეო, ვერ გაგიმეტებს… დაგლოცავს, იებს მოისხამს ხმაზეო.
მავალო იმის კვალზეო, ზოგჯერ ქვესკნელში ღიღინებ, ზოგჯერ - ზესკნელის ბანზეო.
მარადი დარდის ფხაზეო, სიცოცხლეა თუ სიკვდილი, რამ შეგაყვარა ასეო?!
საგალობლებით სავსეო, შენ რომ არ მყავდე, მალ-მალე ვინ ამანთებდა ცაზეო?! |


