|
არღნის თოვლებში გზა-ჯვარედინი. მზე - დასიებულ მთავარანგელოზს. ჯდება გუმბათზე ჯალალ-ედ-დინი. ბრინჯაოს ჯირითს ამსხვრევს ანჯელო.
ვაგზლის გეიშა ფარნებს ამძიმებს. და სარაცინი აწივლებს ფატმანს. ქერა ლოთები სცლიან ბარძიმებს.
ხელსარკიანი დადის გოტიე. სჭამს სურავანდი და თიადორა ჩამპალ ბუზებში ტაძარს გოტიურს.
შუაღამისას მაცმევენ ნიღაბს. ვიღაც მიმზადებს გილიოტინებს. ჰკბენენ ძაღლები მომავალ იღბალს. |


