|
ყოველ დღეს, როგორც მეკობრეს ზღვათა მიაქვს რაღაცა დაუვიწყარი, მზედ გაელვებას მშვენიერ ქალთა, ოდესღაც ზღაპრად გვიამბობს ქარი.
წალეკავს სუსხი, ზამთრისპირული, შორს, შორეული ნათებით მთვარის, აელვარდება კოშკი ყინულის.
ცხოვრება წავა, გადიმქუხარებს, მზე იფერფლება დასალიერთან, მალე უკუნი შემოხსნის კარებს. |


