კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 07:21

 

ნისლში გახვეულ მწვერვალებს

გადასწვდა თვალთა ისარი,

იქა ბუდობენ არწივნი,

ჯიხვთა სამშობლოც იქ არის.


სალის კლდის თავზე გადმოდგა

ჯიხვი, ქარაფზე ნაწოლი,

ნამი უბრწყინავს რქებზედა

შურთხების სტვენას აყოლილს.


დალანდა მონადირემა,

შუბლზე დაადვა ნიშანი,

ესროლა, მაგრამ დაუცდა,

გუმან გაცუდდა ყმისანი.


მიზანს ვერ მისწვდა ნასროლი,

ნება არ იყო ღვთისანი.

ვაი, შენ, მონადირეო,

ვერ მაჰკალ ჯიხვი რქიანი.

ვერ აიხდინე წადილი,

ვერ შასწვი მწვადი ცვრიანი.


რა გინდა, კაცო, რას დასდევ,

სიკვდილ რად გინდა ჯიხვისა?

ღვთისგან შობილა ეგეცა,

მთელმა სამყარომ იცისა.


მაგათაც უყვართ სიცოცხლე,

ტრფობა მაგათაც იციან,

არ გინახავა კლდის თავსა

ხარ-ჯიხვნი როგორ იბრძვიან?


სატრფოს გულისთვის ომობენ,

ერთურთს რქით ეჯახებიან,

სანამ ერთ-ერთი არ გასტეხს,

იბრძვიან, არ დადგებიან,

მდედრი დარჩება მამაცსა

სუსტნი უკანა დგებიან.


არ გინდა, კაცო, არ მაჰკლა

ჯიხვი, მშვენება მთებისა,

გულსუწადინოდ სიკვდილი

დუშმანსაც მიერგებისა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen