კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:27

 

რას მერჩი ქარო, რად მომდევ,

საწუთროს გზებზე ყეფითა,

ააბოჟირე ტყე-ველი,

ხან ბობოქარობ ზღვებითა.


არ მაძლევ მოსვენებასა

წაღმა-უკუღმა ფრენითა,

ტირის ობოლი ლერწამი, -

რტომოტეხილი შენითა.


წასვლა ცოდვილთა მიწიდან

ქარო, მეც შენებრ მეწადა,

ამ გადარეულ სამყაროს

მაინც გავექე ვერსადა.


დამიძმობილე, მწვერვალებს

გადავუქროლოთ ერთადა,

იქნებ ვუწამლო იარებს,

საშველი ვპოვო ზეცადა.


მეწადა ორი მოქიშპე

ძმა-ძმასთან სტუმრად მეწვია,

სამშობლოს ბედი, ტანჯული

უფლის კალთაზე მერწია.


იქნებ მისმინოს უფალმა,

გულითქმას მამიწონებდა

სამშობლოს ბედზე მტირალსა

მტრის ურდოს მამაშორებდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen