|
ძვირფასო, ნეტა დროის მერნებმა საით, რა გზებით გაგიყოლიეს? ეხ, როგორ ჰგავდა ჩემი დღეები, ქარში გაფრენილ ნისლის თოლიებს.
როგორ ვატარე ჯვარი წამების, რომ შენი ბაღის ედელვაისებს ეტრფოდნენ ჩემი იასამნები.
მერე რა თუ კი დღესაც მარტო ვარ, არ მინდა ვნახო შენი დალალი დროის დინებამ როგორ დათოვა.
გულში, რომ ტრფობის ყვავილს არხევდა, არ მინდა ვნახო წლებით დაღლილი, ნოემბრის ქარებს როგორ დანებდა.
საით, რა გზებით გაგიყოლიეს? ეხ, როგორ ჰგავდა ჩემი დღეები, ქარში გაფრენილ ნისლის თოლიებს. |


