კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:59

 

არაფერი არ ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს,

დრო სულ სადღაც გარბის თან, კისერმოუტეხავად.

ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს,

მე კი ისე ვუყურებ, რა პოზაშიც ეხლა ვარ...


ყოველ დილით მხვდები და მეკითხები, - როგორ ვარ?

მე სულ "რა ვის" გპასუხობ და შენც რა ვერ გაიგე.

იღბლიანი ბორბალი ჩემსკენ თუ გამოგორდა,

ვიღაც გამოხტება და საბარგულში ჩაიგდებს...


დღეა თევზის სიმლაშის, ზედ ლუდ დასაყოლები,

კარზე კომუნალური გაუჩრიათ, ტკიცინა.

იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება,

რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..


"აფრენილი ალალი" ცაში დარჩა ალალად,

ცად გზავნილი სურვილიც უპასუხოდ დატოვა...

დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ,

რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი...


ვზივარ და ჩემს პრობლემებს გრძელ ნარდს ვეთამაშები,

იქნება, გაუგორდეს დღეს "დუ შაში" კამათელს.

სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი,

რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen