კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:19

 

იდგა ამინდი წვიმით დაღლილი,

ნისლი ქუდივით თავზე ებურა.

უამინდობით ასე აღრენილ

ხასიათს წუხდა თავისებურად.


ამინდს კურნავდნენ არყით კაცები,

დარდს იქარვებდნენ, გამოუდარებს.

მიწა კი წვიმით თავში ნაცემი,

ცას შეჰყურებდა თვალით მუდარის.


დაცლილი სახლი სახლიკაცების

ბზარის გაჩენას ჩუმად ნაღვლობდა.

სახურავს, გვერდზე ოდნავ დაცერილს,

სულ არ იმჩნევდა სახლი ახლოდან...


სუნი და სუნთქვა თბილი კერიის,

შემორჩენოდა სოფელს აქა-იქ.

ენატრებოდა ბუხარს წერილი,

მხოლოდ ბუხრის თავს რომ ინახავდნენ...


ახსოვდათ კედლებს მკვიდრი კოჭები,

ბუხარს კი ცეცხლზე - სავსე კარდალა.

ფარდები, დარდით დანაოჭები,

ფანჯრებს დავსებულ თვალს უმალავდა.


სახლში სიჩუმის იდგა საუფლო,

უდედაკაცოდ და უბადიშოდ.

ადგილის დედა ვის ესაუბროს?

როცა არ დარჩა კაცი საჯიშე...


და იდგა სახლი, სახლიკაცების,

აქ იყო ქატო, იქ დარჩა ფქვილი...

ადგილის დედა ცრიდა საცერში

ჭერიდან ბათქაშჩამოყრილ ტკივილს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen