|
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელია ასანთები, დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
ნახე ხატი და სალოცავი... თვალები ფართოდ გახელილი, ღიმილი ასე საოცარი...
ვის უნდა ვუთხრა საყვედური, რატომ დღემდე ვერ შევაჩვიე, ჩემს ბილიკს შენი ნაფეხური?!
მე სანთელი ვარ ასანთები და მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები. |


