კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:22

 

1

 

ცაზე ცურავს ღრუბლის ტივი,

ქვევით კი ღრმა ხევია,

ლაჟვარდების ნეგატივი

ენგურს ჩაუხვევია,

საჯიხვეში ქარის ტირილს

ხენი დაურხევია.


და ენგური გმინავს ხევში,

შმაგი, მქუხარხმიანი.

ჩქარობს ყოველ მოსახვევში,

როგორც მგზავრი გვიანი,

ქარი ტირის, ქარი ხვნეშის

უშბას ჯილაგიანი.


მზემ მთებს იქით ამოწვერა,

ნისლმა იწყო მგზავრობა.

ასდგომია მაღალ მწვერვალს

პირშიშველა თაობა.

იქნებ ვაჟას აეწერა

მათი გამბედაობა!


ბევრისმცოდნევ, ბევრისმთქმელო,

ჟამთა სწრაფო ტრიალო,

უფსკრულებში დასანთქმელო

ჩანჩქერების ჩქრიალო,

შხარას თეთრო საფეთქელო,

უშბას შუბლის ფრიალო!


ეს ხომ ბასრი ხმლების დარი

თეთრი ჭიუხებია,

არწივების ნაბუდარი

შორს თეთნულდის მხრებია;

ხევში რისხვით ჩამომდგარი, -

ჩემი ძმების ხმებია!..

 

2

 

მთებზე ქარბუქი დგებოდა,

ფეხქვეშ წავარნა არწიეს,

რომ გამარჯვება რგებოდათ

სამშობლოს ჭაბუკ არწივებს.


ეს ცამ დაიწყო ციმციმი

ბინდების დამაშრობელი,

თუ შორს ცისკარი იცინის

მზის და ლაჟვარდის მშობელი?!


არც ცაა ფირუზიანი,

აკაკის ჩანგს რომ უქია,

არც ცისკარია მზიანი, -

მათი თვალების შუქია!..


თეთნულდის შუბლიც გაიხსნა

ყინულის ზარნიშიანი,

ლილეოს ხმები გაისმა, -

შეწყდა ნისლების შრიალი.


შორით შეირხა მყინვარი,

ლაჟვარდებ - გადაფენილი,

ორბი შეჩერდა მყივარი,

მსხვერპლისთვის გადაფრენილი.


ჟრჟოლით დაირხენ ველები

და მთები გოლიათები,

ზღვა სიხარულის ცრემლებით

გაივსეს მწვანე კალთები.


ამღერდა უშბას მხნე გული,

ამღერდა ყველა გრეხილი,

ამღერდა შმაგი ენგური

კლდეებზე გადატეხილი.


თეთნულდის თავზე ქარ-წვიმით

ცის თაღი აღარ იალებს,

ისე ჩაიფრენს არწივი, -

ფრთებსაც არ შეაშრიალებს.


მზე ისე გამობრწყინდება, -

როგორც ვაჟკაცის ღიმილი,

ცისა და ქვეყნის დიდებას, -

მკერდს დაებნევა ღილივით.


ისე გადივლის ღრუბლები,

თეთნულდს არ მოებურება.

და მათთან ნასაუბრები

იხარებს მკაცრი ბუნება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen