კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:22

 

თქვენს რომ არ დავალ,

შენა გწყინს ესა?

მეც გამიგონე

შენთ ძმათა მზესა.


სოფელში მდელო,

ადგილი მთისა,

ზედაც ყვავილი

სამოთხის ხისა.


მიყვარს მე მშვიდი

თავის ხრა მისა

და გაგონება

მის ტკბილი ხმისა.


მიყვარს ყვავილის 

ღაღანი მზეზე,

კაცის გაუვალს

უდაბურ მთებზედ!


მიყვარს უღრანი

ტყე გრილიანი,

ძირს მდელო ბალახ

ყვავილიანი.


მუნ ჩიტთ თამაში,

ხით ხეზე ფრენა,

იმათ უმანკო,

ხმა-ტკბილი ენა.


მინდა მათ მივცე

გული და თვალი,

ოღონდ შორს მქონდეს

ფეხი და კვალი! -


თუნდ არ მოჰწყვიტოს

ხელმა ყვავილი

და არ გასრისოს

ფეხმა მწვანვილი,


მაინც მზაკვარი

ენა სხვას იტყვის

და სიყვარული

ცეცხლში დაიწვის.


ნარგიზო, ტურფავ,

მიშუამავლე,

ნეტავი შენ, რომ

მას ჰნახავ მალე.


მიდი და უთხარ

იას, სოსანსა:

"ნუ უწყრები-თქო

თავის მგოსანსა".

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen