კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:41

 

ამონასუნთქი ზღვის მიერ,

და სული იმის სიღრმისა,

შეიკრა, ერთად შენივთდა,

სახე მიიღო ნისლისა.


შეჯდა ნიავზედ და თეთრი,

ბამბის ქულასებრ სათუთა,

ზღვას გაჰცდა, მთები გადავლო,

მიდის იქით და იქითა.


მერე რა კარგი ცხენი ჰყავს,

მე ვიცი დაეღალება,

და მასზედ მჯდომი მხედარი

თავის თავს ეტრფიალება.


ხან ცას ეკვროდა და ლაღად

მაღლა სივრცეში ჰცურავდა,

ხან ეშვებოდა პირთავქვე,

ტყესა და მინდორს ჰბურავდა,


უყვარდა მწვანეზედ ნამი,

ჰყნოსდა, სიხარბით ჰსუტავდა,

მოჰწონდა ყოფნა ასეთი,

ეგონა, არა უშავდა.


განვლო ხანმა... და მერანი

ისე ვეღარა ჰზიდავდა,

დამძიმდა, ბამბის ქულასა

ეხლა აღარა უგავდა!


რამდენიც ქვეყნად რამ ჰნახა,

რამდენიც რამე შეისო,

იმდენი გამოიცვალა,

იმდენ ნაღველით აივსო.


ერთხელ ის თავის ტაიჭმა

ტბის ზემოთ გადმოატარა, -

მაშინ, როდესაც ციდან მზემ,

შიგ თავის სხივი ჩაჰყარა.


ჩახედა წყალში და ვაი!

რა საზარელი გამხდარა!

დიდია, დიდი, ვეება

დაიზლაზნება ზანზარა.


შავი და ბნელი სახე აქვს,

ზედ გამოჰსვლია ჭაღარა,

და გარდი-გარდმო მრისხანედ

შუბლზედ შეჰკვრია კოპები,

როგორაც ადიდებულის,

მღვრიე მდინარის ტოტები.


შეჰკრთა... სადღაა ის თეთრი,

პატარა ნისლი, ფუნჩულა?!

ეს ეხლა ნაღვლით ავსილი,

გაბრაზებული, ავგულა?!


ეწყინა ძლიერ, პირველად

თავის ყოფნაზედ დაფიქრდა.

ამ ტბასაც გაჰცდა. ფრთა-გაშლით

ქარზედ სივრცეში მიჰქრიდა!


ჰთქვა: „ისევ უნდა უთუოდ

წარსული დავიბრუნოო.

რასა ჰგავს ასეთი ყოფნა?

ისევ ის უნდა ვიყოო“.


მაგრამ რაც შეისისხლხორცა,

ის ამან ვეღარ მოჰშალა,

უფრო მოჰწყვიტა დრო ჟამმა,

უფრო ღონიდამ გაჰცალა,

კინაღ სიკვდილი ანატრა,

ბოლოს დროს ისე მოჰღალა.


ჰთქვა: „ნეტამც დამასვენაო“,

მაგრამ ვერ დაისვენებდა,

ფაფარ-აშლილი მერანი

ისევაც მიაჭენებდა!


უალერსებდა... ლაგმის ტარს

უწევდა აამოვებდა,

მაგრამ ის ისევ ილტვოდა...

ვერაფრით გააჩერებდა!


დახე რა დღეში ყოფილა,

ეხლა მოვიდა ცნებასა,

თურმე საფერხე ვერანა

ეუფლა მხედრის ნებასა!


საუბედუროდ თავისა,

ღრუბელი ნათლად ჰხედავდა,

რომ მებატონე სხვა იყო,

ეს კი თავის თავს ეძახდა.

ნებასაც მისას სრულ ჰყოფდა,

თავისა ცოტა ებადა!


გაანჩხლებულმა ღრუბელმა

წამზედ თოფს ხელი მოიკრა,

ცხენს დაჰცა გადმოაბრუნა,

თვითონაც გულში დაიკრა!


იგრგვინა... ჭექა-ქუხილზედ

მთელი ქვეყანა დაიძრა,

ქარი ჩაჰდგა... და ღრუბელიც

მორჩა... დაუშვა წვიმამა,

და ტანჯულთ წმინდა სისხლითა

იამა დედამიწამა!


შენი ჭირიმე, ღრუბელო,

რატომ ჰთოფავდი ქარსაო?

შენ, იგი, მე და ყველაცა

ვემორჩილებით სხვასაო.


ეს სხვაა - მსოფლიო ნება,

ცისა და ქვეყნის მპყრობელი,

ხელიდამ ვერვინ წაუვა,

მის ჭკვაზედ არის ყოველი.


თავისუფალი? თუ ვიტყვით,

სად? ვინ? რა არის? რომელი?

ერთი მსოფლიო ნებაა,

თუნდა დავარქვათ გამჩენი,

სხვა დანარჩენი სულ მონა,

მონა და მისი ნაშენი.


კაცი კი მონისგან მონა

თავს ბატონს არქმევს რამდენი!

ვაჰ! შეჰრცხვეს მისი კაცობა,

არ ჰქონდეს გამოსაჩენი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen