|
მწუხრია... ღამე ხშირდება, ცა ასავსავებს ხალებსა, დაძრწის, მიდ-მოდის ნადირი, მგელი აცეცებს თვალებსა. ხან ქარიც შემოვარდება, შეაშრიალებს ჩალებსა.
ტყეში ნალეწი გატყდება, გამოდის ხარი ირემი, ყათლაღის პირას დაჰდგება.
მდელოზე დაიარება, თუ არა, ერთი ისკუპებს, ჩალაში შეეფარება!
ჩიტი აღარა ჰჩქამობსა. ერთი თუ სადმე ბაღებში, მხოლოდ ბულბული ჰგალობსა.
საჩალეშია ჰძინავსო, გადაგდებული მტრისაგან, უფალს არ გაუწირავსო.
თითქოს რამ შეაშინაო, შეჰკრთა და გამოიღვიძა, ტირილი დააპირაო.
ლერწამმა მოშრიალემა, და ყმაწვილს ძუძუ მიართვა, ირემმა მწოვიარემა!
მინდორმაც მოილხინაო, მაღლა ცაც გამხიარულდა, პირს ვარდი მოიფინაო!
ცივის, გომბორის მთისამა, ღალამ გაჰზარდა ერეკლე თავისუფალის რძისამა. |


