|
(რაფიელ ერისთავს)
შენი ჭირიმე მოხუცო, ია გესროლე, მამაო! ძილშიით გამომაღვიძა შენმა ფანდურის ხმამაო. შაერთო გრძნობის მორევსა, ჩემ გულიც აიჩქამაო, იქით იორმა გაიგო, აქეთ ალაზნის წყალმაო. ბუნებამ ჯერი მიიღო, მთამ ქედი მოგიხარაო, მოავე გათავებულა, სამშობლომ გაიხარაო. ბიწსა ჰძლო სათნოებამა, სიცოცხლე გაუმწარაო. საწყალმა ღამის მეხრემაც მადლობა დაგიბარაო, ნება მიეცი დაგდაფნოს, გამოუცდელმა ყმამაო! |


