დღესაც ჩქეფს წყარო, საიდანაც 20 წლის დ. გურამიშვილმა უკანასკნელად დალია წყალი სამშობლოში.
|
გათოკილი ჭაბუკ მგოსნის კვნესა როცა ისმინე, ლამისყანის ბროლის წყაროვ, თვალი დარდით მიხუჭე? დაღისტნისკენ გააპარეს დაღესტანის ნისლივით, ზედაზენის ქარი წეწდა გიშრის დალალ-ხუჭუჭებს...
მის ბედსავით ნაწამები საქართველოს ლურჯი ცა. ბევრი ქვეყნის წყალი უსვამს, შენ კი ვერ დაგივიწყა, ლამისყანის ბროლის წყაროვ, ბოლოს შენ დაგიფიცა.
ორ სამშობლოს ნათელ ცაზე ასე რომ გაიელვა. მის სიყვარულს უკრაინა სასოებით ინახავს მიძინების ტაძრის ახლოს, მაღალ თელის ჩურჩულში.
შენი სუნთქვის მონატრულთან ჩადი, ჩაიჩხრიალე, საქართველოს ერთი მუჭა მიწა გულზე აყრია, არაფერი არ აკლია... შენი წვეთი აკლია! |


