|
გაიღვიძე, პაწაწინა პეპელავ, აფრინდი და გაგაყოლე თვალები, ბუჩქებს უვლი, შეფარფატებ ნელ-ნელა, ვინ რა იცის, რომელს ეტრფიალები!
გიყვარს სხივი, ბაღში მზის ფერადობა, რომ შეგეძლოს, საქართველოს გასძახებ: რა კარგია შენს მიწაზე ვარდობა!
გინდა ნაზად ნარგიზს მიესალამო, ყვავილების უსახლკარო დარაჯო, სადმე შტოზე მიგაძინებს საღამო! |


