კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:57

 

აბა დელია, დელია,

ამბის მოყოლა ძნელია,

ბატის პატარა ჭუჭული

წააცუნცულა მელიამ.


დედა-ბატს ასვეს კოკებით

გულისტკივილის წამალი,

- შემოდით საქათმეშიო, -

ხმამაღლა ყივის მამალი,


ასე შიშით და ვაებით

მუდამ სიცოცხლე ძნელია,

ვიდრე გავმწყდარვართ ფრინველნი,

გავასამართლოთ მელია! -


მამლაყინწამ თქვა: - წესრიგი

დღეს უნდა გვქონდეს საქები,

სულ რიგრიგობით წარმოსთქვით,

თუკი რამე გაქვთ სათქმელი. -


ინდაურმა თქვა: - რა გითხრათ, -

ჩვენი პატრონის ბრალია,

ვერ დაუხურავს საქათმე,

და ვერც მოუწნავს გალია:


თოფი არც იცის სადა აქვს,

მგონი ბუმბულში დამალა,

ამდენი სული დაგვყარა

მძინარა მურას ამარა.


სიცილით კვდება დედალი:

"რა გეხუმრება ნეტაო,

თოფი ბეღელში უგდია, -

ჩახმახი უჟანგდებაო,

თუნდ მუგუზალი დაადო,

მაინც არ გავარდებაო“! -


იხვმა ატეხა ვახვახი:

- რა გავაკეთო მარტომო,

სანამ შეგვჭამდნენ, ბიძია,

საქმეს მივხედოთ, ბატონო! -

 

ფეხზე წამოდგა ვარია,

ყელი რომ ჰქონდა შიშველი, -

- ამ საქმეს თვითონ მივხედოთ,

სხვა ვეღარავინ გვიშველის.


- კრუხ, - ხარიხაზე ჩამოსხდნენ

ხანშიშესული კრუხები, -

- დებო, რაიმე ვიღონოთ,

თორემ ძალიან ვწუხდებით!


- აბა, რა ღმერთი გაგვიწყრა,

მტერი ვერ მოვიგერიოთ,

ჩავუხტეთ მელაკუდასა,

თავს დავაქციოთ ჭერიო!


ქათმებმა ტაში შემოჰკრეს,

ატეხეს ფრთების ფართქალი.

ყველას ჭკუაში დაუჯდა

ამ ორი კრუხის ნათქვამი.


ზოგმა ესა თქვა, ზოგმა ის,

აუწყლიანდათ თვალები,

გადაწყდა მელას გათოკვა,

შეერთებული ძალებით.


- აბა, წავიდეთ! - თქვა ერთმა,

- ბოლი ვადინოთ მელიას, -

ყველა დაფრთხა და გაიქცა...

აბა დელია, დელია...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen