კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:08

 

როცა დადგება საღამო

მისი თვალების ბადალი,

რუსთველთან წამოეწევა

ტანაყრილ ჭადარს ჭადარი,


მაშინ ჩაივლის ჭადრებთან

მოკრძალებით და თავაზით,

ჩუმად იკითხავს ნიავი:

ვისია ქალი ლამაზი?


- ჩემია! - მტკვარი დუდუნებს

ლხენით ავსილი ტკბილის ხმით,

- ჩემია! - წაუბუბუნებს

გულმკერდგაშლილი თბილისი;


- ჩვენია! - დინჯი ჭადრები

ქოჩრებს ნიავში იშლიან...

ხოხობიც მოიჩრდილება

მაგის თვალ-წარბის ჩრდილშია.


ბაქოში ამ დროს, ვინ იცის,

გულმკერდავსილი ვაზივით,

რამდენი ქალი სეირნობს

დედა-თბილისის გაზრდილი.


ჯეირნებივით მოქნილნი

ირგვლივ სინათლეს მოსდებენ,

როდესაც ჩაიქროლებენ

ნიზამ განჯელის პროსპექტზე.


თვალს უბრმავებენ კარგები

საზღვრისგადაღმელ მოშურნეს...

- ჩვენია! - გააქვთ ბუბუნი

ცამდე აზიდულ კოშკურებს.


ან ვინ გაგვიყოს სიმდიდრე,

გულს ძმობა შემომრჩენია,

ჩვენია დედა-თბილისი

და დედა-ბაქოც ჩვენია.


ჩვენია ქალი ლამაზი,

გაზრდილი ჩვენი მარჯვენით...

და შეჰღიმიან ერთმანეთს

შოთა და ნიზამ განჯელი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen