|
აი დაშალეს ბოლო ფიცრულიც და მომავალი ზღვის ფსკერს გაშორდნენ, სადაც მჩქეფარე ზვირთების ნაცვლად, ჯერაც ბავშვები დათამაშობენ.
იორი არხში ლაღად შემოდის და იმის დუდუნს კიდით კიდემდე გაიგონებენ საქართველოში.
მორბის იორი ტალღის ფაფრითა, გადაიღეღეს ბიჭებმა გული, და სამშვიდობო მტრედიც აფრინდა...
მერე დაეშვა - ფრთა გაჰკრა ზვირთებს, თბილისის ზღვაზე, თოლიის ნაცვლად, მშვიდობის მტრედნი სერავენ სივრცეს...
და ენაცვლება, ვით ფიქრს ფიქრები: - ეს ერთი იყოს... და ხვალ ათასი გამარჯვებათა მოწმეც ვიქნებით!
მიწა გადიხსნის დამწვარ საკინძეს, ამ არხებით და ამ ტურბინებით ტურფა ბაღნარი უნდა დამკვიდრდეს.
მისი ხმა გულსა სწვდება იმედად, სიცოცხლესავით დაულეველი იორი შმაგად მოედინება.
საუკუნოვან დუმილს შეებას, რომ არ დადუმდეს მერე არასდროს, დიოდეს ქვეყნის დასამშვენებლად.
ზვირთი მაღლდება, როგორც სიმღერა, ღელავს სამგორი, ვით ხალხის გული, - ზღვა მღელვარებით რას მოიღლება...
რასაც გამჯრელი მკლავი აგებდა, დაგვნებდა გვალვა ათასწლოვანი და შფოთიანი ქარიც დაგვნებდა.
აჩურჩულდება რკინის ჯებირთან, მდინარესავით იძვრის ცისკარიც თვალმიუწვდენელ ლაჟვარდებიდან.
როგორ ეკვრება სამგორს უბეში, ჩვენი მომავლის დღეებსაც ვხედავ, ამ სარკედ ქცეულ ზღვის სილურჯეში!
ცა გაისწორებს ელვის საყურეს; და გადაიძრობს დამწვარ თავსახურს - ცეცხლის წვიმების დროს რომ დაჰხურეს.
მზე გადმოხრილი ივრის კაშხალთან, აი, რისაკენ მიისწარფვოდა ქართველი, როცა სამგორს ლაშქრავდა.
და ენაცვლება, ვით ფიქრს ფიქრები: ეს ერთი იყოს... და სხვა ათასი გამარჯვებათა მოწმეც ვიქნებით!.. |


