კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:54

 

მისდევენ, ესროლეს, ხალათი გაწითლდა

ვეღარ შეეფარა პალმების ჩრდილს,

ჩამუხლა, მისდევენ დაგეშილ ძაღლით და

ძლივსღა მიბარბაცებს, ძლივს...


ფხენიანს წერილით მტრედი გააფრინა,

გულიც გასაფრენად სცემს...

მან გუშინ წერილი მისწერა კიმ-ირ-სენს,

- ის დამნაშავედა სცნეს.


პერანგის სახელოს ხელდახელ ჩაიხევს

და იმით შეიხვევს ხელს

ო, ის არ მოკვდება, თუ მისი წერილი,

მიუვა კიმ-ირ-სენს.


მისდევენ, ესვრიან, ყიჟინით, სიცილით,

სილაზე გამოჰყვა მდინარის პირს,

ესვრიან, მოარტყეს, განა დააცილეს...

ეჰ, მკლავში ჭრილობა სჭირს.


ბიჭუნას ნაკვალევს მიაგნეს ძაღლებმა,

ხტიან და უყეფენ ვით ნუკრის კვალს,

ბიჭუნა წყალშია, ყელამდე დასველდა,

და მაინც წყურვილი კლავს.


ნეტავი იქ იყოს... მკლავს გაულოკავდა...

ნეტავი სადა ხარ, შავყურა ტოპ?!

შენ ალბათ დედაჩემს ფეხებზე ეხვევი,

შენ ალბათ რაღაცას გრძნობ...


ის ჩემი მტრედიც ხომ დანამულ ტოტებზე,

ალბათ უგუნებოდ ფრენს,

დღეს მე რომ მესროლეს, - იმასაც ესროლეს...

და მაინც ლაღად შლის ფრთებს.


იფრინე, ფრთათეთრო, მშვიდობით იფრინე,

კორეის განთიადს შემოხვდი ხვალ.

მდინარეს შეერთო ბავშვური გულისთქმა

და მისი დუდუნა ხმა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen