კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 16:09

 

კარნავალი გაუმართავთ

ცხოველებს და მხეცებს:

კატა - თაგვის,

თაგვი - კატის,

თხა - მგლის ნიღაბს ეძებს.


დათუნიას ვეღარ იცნობთ,

გაპრანჭული დადის,

ტანსაცმელი უყიდია

ხატაურა კატის.


როგორც უცხოს,

როგორც სტუმარს

ცხვრის ნიღაბი

ერგო ტურას.


თხის ნიღბები მოირგეს

მელიამ და მამალმა,

მაგრამ კუდი და ბოლო

ვერცერთმა ვერ დამალა.


მელა ხუმრობს,

ისე ხუმრობს -

ირგვლივ ყველას აცინებს.

მამლაყინწას ლამაზ ბოლოს

თვალს მაინც არ აცილებს.


მაგრამ ჩვენი მამალი

გონიერი რამ არი:

მურიასთან საუბრობს,

მურა მისი მცველია,

მურიასთან ნიღბითაც

ვეღარ მიდის მელია...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen