|
აქა ამბავი ბეჰესთან შეხვედრისა, ანუ "დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე..."
* * * * * * *
ეჰე-ე, მოდის... ბეჰე მოდის, ბეჰე - შვილი ბეჰემოთის! იმოდენა დრუნჩი აქვს, გეგონება ურჩია. იმოდენა თავი აქვს, გეგონება ავია. ბეჰე-ბიჭის ტან-ფეხიც ყურადღების ღირსია... სულ მთლად დედამისია, სულ მთლად მამამისია.
მის ტოლებზე წინაა... დედამისი გაიძახის: - ბეჰე პაწაწინაა. იოლია "პაწაწინას" ნაკვალევის მიგნება. როც ბეჰე გაიზრდება - ბეჰემოთი იქნება... ეჰე-ე, მოდის... ბეჰე მოდის, ბეჰე! შვილი ბეჰემოთის!..
* * * * * * *
აქა ამბავი ბეჰეს ბანაობისა, ანუ "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო..."
* * * * * * *
ერთხელ, სანამ ბეჰეს დედა თავის ეზოს ჩაივლიდა. შეამჩნია წყლის წვეთები მოწანწკარებს აივნიდან... ეს რა მომივიდაო, ეს რა დამემართაო. - ამ სიცხეში წვეთები საიდან და სადაო?..
წვეთი წყაროდ იქცა, ჰოდა, აივანი ლამის ჩამოიქცა. დარდობს ბეჰემოთი, დედა ბეჰემოთი: - ნუთუ ჩამეყარა წყალში ეს რემონტი?..
ერთადერთი იჭვი: ბეჰე გაახსენდა - ცელქი ბეჰე-ბიჭი... აირბინა კიბეები, (თუ არბენა ამას ჰქვია)! ვაჰ, რას ხედავს! ყველაფერი წყალს არ მიაქვს:
გაკვირტული ვარდები, თეფშები დ ჭიქები. ბეჰე-მამის წიგნები; მაგიდები, სკამები, ქუდები და კაბები... ეს რაც ცურავს, - რაც არ ცურავს - აღარ მოჩანს წყალში სულაც.
ამ ოთახში. იმ ოთახში... საცოდავმა ბეჰემოთმა შემოიკრა ტორი თავში! გატოპა და ამ ტოპვაში დაეკარგა ცალი ქოში... როგორც იქნა შეაღწია დედამ სააბაზანოში:
მღერის ნება-ნება. მოჩქეფს გრილი წყალი, წყაროდ ექანება. გაიფიქრა დედამ: - ეს რა გააკეთა? - მერე ონკანები უცებ გადაკეტა.
ესაა, რომ ხვნეშის, ცელქი ბეჰე-ბიჭი აიყვანა ხელში; ფაცხაფუცხით გაამშრალა, სულ ახლები გადააცვა... იცის - შვილმა დააშავა, მაგრამ ისიც კარგად იცის, რას უშველის ახლა ლანძღვა!
- სულ წამიხდა ეს რემონტი. მთელი კვირა არ გვეძინა, დიდ-პატარა ვესეოდით. ახლა წყალში ჩამიყარა, აქეთ გარჯა, იქით-ვალი... უცებ მისდაუნებურად დაუმძიმდა ცრემლით თვალი.
(მისი დრუნჩი ნახვად ღირდა), არავის არ უცემია, ბიჭი ისე აქვითინდა. უმიზეზოდ? რასა ბრძანებთ, ყველაფერი სიზმარს ჰგავდა... იმ ცრემლებით დედის გულში ბეჰე უფრო გაიზარდა!
* * * * * * *
აქა ამბავი ბეჰეს გასუქებისა, ანუ "მეტის მეტი - ბრეტის ბრეტიო..."
* * * * * * *
ამ ბოლო დროს ბეჰე-ბიჭი მეტისმეტად გაგვისუქდა, ამისთანა გასუქება, არვის უნდა. ჯერ იყო და ათი კილო, მერე - ასიც მოიმატა, ლამის ჩვენაც გადაგვყლაპოს, ისეთი აქვს მგონი, მადა...
სპილოსაგან გაიგონა: - ამ ბიჭს რატომ ატირებთო, ერთი რაა, ტკბილი წყალი არ მყოფნისო ათი ვედრო. ბეჰეც ფიქრობს: წელს თუ არა, გაისადო - შეიძლება სპილოსხელაც გავიზარდო.
რძეს და კარაქს... მე შენ გეტყვი, შეისვენებს, მადა არ აქვს?! ცხრა მტკაველი ქონი ადევს, ღაბაბი აქვს ცხრა ნაოჭა; ვეებერთელა პირ-სახეზე თვალები აღარ მოუჩანს.
მისი ნახვაც არვის უნდა. ზოგჯერ ისე ძღება, ფეხზე ვეღარ დგება, ტახტზე რომ ვერ ადის, იატაკზე წვება. გვერდზეც ვერ ბრუნდება, წყალშიც იძირება... თავსაც ურჩევნია ერთი მიძინება.
გაიქნია თავი: - ჭერში გეძინათო, - აბა, სად იყავით?.. არც ბალახის წვეთები და არც ტოტები ნუშებისო, მაგას რამე თუ უშველის, ფიზკულტურა უშველისო.
რომ ასწავლოს ფიზკულტურა ტურამ უთხრა: - თუ გსურს იყო ჯანმრთელი და მხიარული, ჯერ ნელი და მერე ჩქარი შეისწავლე სიარული.
მართალია, გვიან, მაგრამ ჩვენი ბეჰე მაინც შეეჩვია, - უთენია დგება, აღარ აცდენს ვარჯიშს. სურვილი აქვს ხტუნვის, შრომისა და გარჯის.
აღარ უშლის დედა, - ცალი ხელით ცხრაჯერ ასწევს, ორით რომ ვერ სწევდა. კმაყოფილი არის ტურა: შეაყვარა ფიზკულტურა!
ბეჰეს სული ეხუთება. მოაწონა ყველას თავი, ფრენბურთელმა, ფეხბურთელმა. სავარჯიშოდ აღარ ყოფნის ეზოს სიგრძე-განი... სულ ას დღეში ასი კილო გაქრა, როგორც გრამი. ჰოი, რა ტან-ფეხი დაუდგა! ჰოი, რა ნაბიჯი!.. შეხეთ, მოდის ბეჰე - ჩვენი კოხტა ბიჭი.
* * * * * * *
აქა ამბავი ბეჰეს გაგრილებისა, ანუ "არავითარი ჯადოსნობა..."
* * * * * * *
ეს რა ზაფხულს მოვესწარით, - ისე ცხელა, ისე ცხელა, რომ სოროდან ცხვირსაც ვერ ჰყოფს ვეღარც თაგვი, ვეღარც მელა.
უჭირს მგელსაც, თუმცა ვის არ უჭირს, - დათუნიამ აღარ იცის სად წაიღოს დრუნჩი. წუხს ჟირაფი გრძელკისერა: - ერთი ყლუპი მიშველის, ამ სიცხეში სად წავიღო ამოდენა კისერი.
უსაშველო სიცხეაო, კაცი ოფლად გავიღვარე, მეტი არ შემიძლიაო. უცებ... ეს რა დაინახა: ყიყინების დიდი გუბე... გაიფიქრა, - ახლა თუ არ ვიბანავე, დავიღუპე.
- არ იქნება ცუდიო, თქვენს გუბეში მაბანავოთ ორიოდე წუთიო. უპასუხეს ყიყინებმაც - თავი მოგვაქვს ქონებითო... ორიოდე წუთი რაა, დიდი სიამოვნებითო.
გადაბრუნდა, გადმობრუნდა, იფრუტუნა, იღრუტუნა, გაგრილდა და რაღა უნდა!.. აყიყინდნენ ბაყაყები: ყუა-ყუა... ყუა-ყუა! ეს რა გვიქნა ბეჰე ბიჭმა, რანაირად მოგვატყუა.
ფრუტუნით და რიხითაო, - იმდენი რა დაგვიტოვა, სიცხეში რომ ვიყვინთაოთ. ჩაიხედა ბეჰე-ბიჭმა, დაინახა სველი მიწა... რომ ჩავიდა - გუბე იყო, ამოვიდა - ორმოდ იქცა!
* * * * * * *
აქა ამბავი ბეჰეს სიზმრისა, ანუ "ოცნებას კაცი არ მოუკლავს"
* * * * * * *
ტახტზე, მძიმე რკინის ტახტზე სძინავს ძილისგუდას... ბეჰე სხვაგან სად დაწვება, გაძლება არ უნდა? სძინავს, თითქოს არცა სძინავს და ოცნებობს პაწაწინა: ...ეს რა არის, მთვარის შუქმა რა ოცნება გაანათა? აფიშაა! ოცნებები ნუთუ ასე უცებ ახდა?
აწერია სწორედ ასე: "დღეს, საღამოს შვიდ საათზე, უსიერას დიდ დარბაზში, კონცერტს მართავს ბეჰე ბიჭი, ბეჰემოთის ციცქნა ვაჟი. გადმოლახეთ ზღვები, მთები,- შეიძინეთ ბილეთები!“
გასუსულა უსიერა... უკრავს, მაგრამ როგორ უკრავს! გატრუნული უსმენს ყველა. მარტო დაკვრა რას მიქვია, ხმა იკითხე, რა ხმა - ბანი! თითქოს ყელი - ლერწმის ღერი - ოქროშია განაბანი;
ბეჰეს ვეღარ ელევიან. ბიჭს ცრემლი სდის ღაპა-ღუპით, - სიხარულის ცრემლებია. აღტაცების შეძახილი გუგუნებს და არ ილევა, სულ დაფარა მუსიკოსი ჭრელა-ჭრულა ყვავილებმა...
- გენიოსი! - ვუნდერკინდი! ცარიელი ჭკუა არის! - რის მოცარტი, რა მოცარტი! - მუსიკაში მოვლენაა! თუმც არ იცის თვლა ოცამდე!
და ისვრიან მაღლა ცამდე. ხალხს უყვარხარ, ამ სიყვარულს გაექეცი, აბა, სცადე!.. მერე სად არ მიიწვიეს - აფრიკაში, აზიაში... რა თქმა უნდა, ევროპაშიც... ყველგან ბევრი ერგო ტაში.
სულ ბოლოს კი ავსტრალია... ლამის ყველა გააგიჟა, ლამის ყველა გადარია. ჟრუანტელი უვლის ტანში, - აქაც ტაში, იქაც ტაში!.. საჩუქარზე საჩუქარი ემატება წყება-წყებად... ერთი რაა, ამდენ რამეს ასი ბეჰეც ვერ გაწვდება:
ასი კილო, - ასკილი, ათი ფუთი ბატიბუტი, რა თეთრი და რა ტკბილი! აქეთ - მწიფე გულაბი, იქეთ - წვენი მურაბის... უთვალავი ვერცხლის ყანწი, ნაბადი და ოქროს თასი, ასი წყვილი ტანსაცმელი, ყველა - ფირმა "ადიდასის".
ჭკვიანი თუ სულელი, ბევრი იყო მისი ნახვის და მოსმენის მსურველი. ბეჰეც წუხდა, - რა დარბაზი ან რა ციცქნა მინდორია! მინდა მეტი მსმენელი და ფართო აუდიტორია!!!
როგორც იქნა, მოიფიქრა!.. მაღლა, ცაში, ღრუბლის ტახტზე აუტანეს ინსტრუმენტი (როიალი) მასთან გვერდით არვინ ჩანდა ბეჰეს მეტი.
მასზე დაბლა თითქმის ყველა... იჯგიმება, იჭიმება ბეჰე ბიჭი თითისხელა. ბოლოს ისე გაიბერა, შავი ფრაკი გაეფხრიწა. სირცხვილისგან უცებ ძილში შეკრთა, შეხტა... გაეღვიძა!
გაღვიძებაც აღარ მინდა, - თქვა და ტახტზე, რკინის ტახტზე გააგრძელა ძილი მშვიდად. |
| პოეზიის გვერდი • • • |


