|
ყმაწვილობით შაგიყვარე, ჩემსა ღმერთად შენა გთვალე, ჩემი რწმენის ხატი იყავ, მთლად სიცოცხლე განაცვალე.
ის არა ვარ, რაც ვიყავი, გიხაროდეს, რაც მიყავი, რაცა მქონდა გამაცალე.
გაზრდილიყავ, შეგხაროდი, ბოლოს თავში მირტყი ლოდი, ჩალასავით, მე გამცვალე.
ფეხქვეშ გამითელე შრომა, შენ მიყვარხარ, მიწყე წყრომა, მეც დროს ველი, დამაცალე.
შვილი მამას ყელში მეცი, ჩემს სახლიდან გაგექეცი, კმარა, გასწი, გამეცალე! |
| პოეზიის გვერდი • • • |


