კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:07

 

არა, ვარდებს აღარ ვუმზერ,

შენ ჩამაგდე სატანჯველში,

სასაფლაოს მკვღრებზე დაბლა

ვიმყოფები სამარეში.


ხან შენ გზისკენ ვიხედები,

ხან კი ვკეტავ კარებს მაგრა,

შენი გაცნობის დღიდანა

გული მწარედ დამეჩაგრა.


მე სიკვდილი ისეც მომკლავს,

შენ მიზეზი რადა ხდები.

ეს იცოდე, მომიგონებ,

როცა წავალ, მოგშორდები.


ჩემ ნაწერებს მაშინ ნახავ,

წაიკითხავ და მიხვდები,

თავსაც დამნაშავედ იცნობ,

იტირებ და დაღონდები.


მე კი შავსა სამარეში

შენს სიყვარულს შევინახავ,

კალამი ობლად დამრჩება,

იეთიმ-გურჯსაც ვეღარ ნახავ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen