|
ვირმა თქვა: საჩივარი მაქვს, ყურს არ მიგდებენ, ვირი ვარ, „ხმა წყვიტეო“ - კეტით მცემენ, როცა სიმართლეს ვყვირივარ.
მაღალი ხმით რომ ვტირივარ, ბარგი მძიმე, ქერი ცოტა, ჩემს უნალობას ვყვირივარ.
ბოლოს კი მგლების წილი ვარ, კურტანიც ვერ გავიახლე, ჩემს სიღარიბეს ვყვირივარ.
სულ მუდამ დაბარგული ვარ, მშიან, მცივა და თან მცემენ, უსამართლობას ვყვირივარ.
ჩემთვის არაფრად ვღირივარ, ეგ იეთიმ-გურჯი შენა ხარ, ტყვილად ვირზედ რად ვყვირივარ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


