კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:17

 

ნეტა, ღმერთო, რა ცოდო ჩავიდინე,

ამ ტანჯვითა მე ფონს როგორ გავიდე,

წამების გზა როდის უნდა გავლიო,

ჯობს მოვკვდე და სამუდამოდ წავიდე.


ფიქრი ჩემი ღელავს შავი ზღვასავით.

დარდი ჩემი ყაზბეგისა მთასავით,

სევდა გულზედ სასაფლაოს ქვასავით,

მწუხარება გაუყრელი ძმასავით.


რასა ვგლოვობ, გამკითხველი ვინ არი,

რასა ვკვნესი, გამკითხველი ვინ არი,

ჩემი ცრემლის წამკითხველი ვინ არი,

ჩემებრ ტანჯულის მნახველი ვინ არი.


გულით მკვდარი ჩემგვარული სად არი,

ჩემი მთვარე დაფარული სად არი,

ბედი ჩემი დაკარგული სად არი,

ჩემთვის წუთი სიხარული სად არი.


ჩემ გულშია ჯოჯოხეთის ალია,

სიკვდილამდინ ტანჯვა ჩემი ვალია,

ვის ვემდურო, ჩემი ბედის ბრალია,

ფუ, სოფელო, შენი სამართალია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen